საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№556
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 11/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №556

2013 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი      

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. თეთნულდის სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე არაგაბარიტული ტვირთის შემოსვლისა და თეთნულდის სათხილამურო კომპლექსის მიმართულებით შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) 2013 წელს უზრუნველყოს:

ა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 68 ‑ე კმ ‑ზე გზის სავალი ნაწილის გაფართოებისა და ამავე გზის 75 ‑ე კმ ‑ზე არსებულ გვირაბებში გაბარიტების გაზრდის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული წესით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, პროექტირების პარალელურ რეჟიმში.

2. დეპარტამენტმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან .

 3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას დეპარტამენტი განახორციელებს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                              ბიძინა ივანიშვილი