საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1129
2014 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 1 46-ე კმ-ზე სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად,2014 წელს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოების და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება;
ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოები,„საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად , შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;
გ)ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს ,,საქართველოს 201 4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით,,გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“?
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 25.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1129. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017325.
- სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“, №1129, 25.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017325 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2385015/