საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2206
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016469
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2206

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ‑ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუ ­რის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართვე ­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში ‑ დეპარტა ­მენ ­ტი) მიენიჭოს უფლებამოსილება:

ა) ამ განკარგულებით გათვალისწინებული პირობებით, შპს „ბელ–ბაუსთან“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეწყვიტოს 2010 წლის 09 ივლისის შპს „ბელ-ბაუსთან“ გაფორმებული ტ.№54-2010 ხელ ­შეკრულება;

ბ) განახორციელოს შპს „ბელ–ბაუსთან“2010 წლის 09 ივლისს გა ­ფორმებული ტ.№54-2010 და 2012 წლის 08 აგვისტოს გაფორმებულ მშ№1-12 ხელშეკრულებებზე ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხიდან (5%) ნახევრის (2.5%) შპს „ბელ-ბაუსთვის“ ანაზღაურება, და ­ზიანებულ მონაკვეთებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების გა ­თ ­ვალისწინებით დაკავებული თანხის (5%) გამოკლებით;

გ) შპს „ბელ‑ბაუსთან“2010 წლის 09 ივლისს გაფორმებული ტ.№54-2010 და 2012 წლის 08 აგვისტოს გაფორმებულ მშ№1-12 ხელშეკ ­რულებებზე ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხი ­დან (5%-დან) მე-2 ნახევრის (2,5%) შპს „ბელ-ბაუსთვის“ ანაზღაურება განახორციელოს საავტომობილო გზის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერ ­თი წლის გასვლის შემდეგ, ამ ხელშეკრულებებით და საქართველოს კა ­ნონ ­მდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;

დ) უზრუნველყოს დამატებითი კვლევების ჩატარება საერთაშო -რისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის კმ14-კმ21 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების შესწავლისა დაშემდგომ ­ში კვლევების საფუძველზე შესაძლებლობის შემთხვევაში მეწყერსაწი ­ნააღ ­მდეგო ღონისძიებებზე საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებ ­ლად, რათა შემდგომში განხილულ იქნეს მეწყერსაწინაააღმდეგო სამუშა ­ოე ­ბის განხორციელების შესაძლებლობა.

2. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინან ­სება 2013 წელს განხორციელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტო ­მო ­ბილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 02 02) განსაზღვრული ასიგ ­ნებებიდან, ხოლო 2014 წელს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონითმისთვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                          ი . ღარიბაშვილი