ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№601
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №601

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2012 წელს უზრუნველყოს:

ა) ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში;

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.04.2012.
როდის იქნა მიღებული „ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“?
„ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“ მიღებულია 05.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №601. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“, №601, 05.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2293538/