მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№791
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 30/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №791

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2012 წელს უზრუნველყოს:

ა) მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული   საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება;

დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და  ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                  ნ . გილაური

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2012.
როდის იქნა მიღებული „მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის შესახებ“?
„მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის შესახებ“ მიღებულია 30.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №791. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის შესახებ“, №791, 30.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2289525/