ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გვაზოურში (ქუტირის თემი) მდინარე ცხენისწყლის კალაპოტში გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №778
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გვაზოურში (ქუტირის თემი) მდინარე ცხენისწყლის კალაპოტში გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2012 წელს უზრუნველყოს:
ა) ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გვაზოურში (ქუტირის თემი) მდინარე ცხენისწყლის კალაპოტში გადაუდებელი ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება დაპროექტების პარალელურ რეჟიმში;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოების“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02 08) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური