მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის კალა-ხალდეს საავტომობილო გზაზე მოძრაობის გაუმჯობესების გადაუდებელი სამუშაოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№742
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №742

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის კალა-ხალდეს საავტომობილო გზაზე მოძრაობის გაუმჯობესების გადაუდებელი სამუშაოების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2012 წელს უზრუნველყოს:

ა) მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის კალა-ხალდეს საავტომობილო გზაზე მოძრაობის გაუმჯობესების გადაუდებელი სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება დაპროექტების პარალელურ რეჟიმში;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა;

დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების“ მუხლით (პროგ რამული კოდი – 25 02 02 05) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ . გილაური