საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №1028
2012 წლის30მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვისუფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი) მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპეტენციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სათანადო აუდიტური შეფასებების საფუძველზე 2012 წელს უზრუნველყოს:
ა) დეპარტამენტის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2009-2011 წლებში განხორციელებული საავტომობილო გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და მათი სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება;
ბ) დეპარტამენტის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2009-2011 წლებში განხორციელებული საავტომობილო გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის კომპენსაცია;
გ) მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის ან/და ზარალის კომპენსაციის დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“?
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 30.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1028. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).00.000000.
- სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“, №1028, 30.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2315758/