„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №1400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№237
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 08/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №237

2012 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –  საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის № 1400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის № 1400 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების პრეამბულა ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2011-2012 წლებში:“;

ბ) განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ქვეპუნქტი:

„დ) 2012 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის დაფინანსება გან ა ხორციელ ო ს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობ ისა და მოვლა-შენახვის“მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“;

გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: 

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით განსაზღვრული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი დამატებითი თანხების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფის საკითხი.“.

2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                           ნ. გილაური