„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 აგვისტოს №1670 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№194
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 01/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №194

2012 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურისგანვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებულიშესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოსმთავრობის 2011 წლის 16 აგვისტოს № 1670 განკარგულებაშიცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრას­ტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარ­ტივებული შესყიდვის საშუალებითგანხორციელების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2011 წლის 16 აგვისტოს № 1670 განკარგულებაში შე­­ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პრეამბულა ჩაითვალოს განკარგულების პირველ პუნქტად და ჩა­მოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გუდაუ­რის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ტურისტული ინფრას­ტრუ­ქ­ტურის განვითარებისათვის, სახელმწიფოებრივი და საზოგადო­ებ­რივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერ­ხე­ბლად ჩატარების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2011-2012 წლებში:“;

ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­და­ქციით:

„დ) სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზე­დამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თ­ველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დ ეპარტა­მენ­ტი­სათვის „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხ­ლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01)განსაზღვრული ასიგ­ნე­ბე­­ბიდან, ხოლო 2012 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომ­სახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განხორციელდეს „სა­ქარ­თველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენ­ტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგ­რამული კო­დი – 25 02 02)და „სა­ქარ­თველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლე­ბისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დე­კემბრის № 643 ბრძანებით დამტკიცებული „გზების პერიოდული შე­კე­თე­ბისა და რეაბილიტაციის“ მუხ­ლით (პროგ­რამული კო­დი – 25 02 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“;

გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით განსაზღვრული სა­მუშაოებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების განხორ­ციე­ლებისათვის აუცილებელი დამატებითი თანხების საქართველოს საავ­ტო­მობილო გზების დეპარტამენ­ტისათვის გამოყოფის საკითხი.“.

2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ნ. გილაური