„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №907 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2536
2014 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №907 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №907 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2014-2015 წლებში:
ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, კერძოდ, ავტოტრანსპორტის დროებითი განვლადობის უზრუნველყოფის მიზნით, გადაუდებელი სამუშაოების, აგრეთვე, მათთან დაკავშირებული საზედამხედველო და საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება;
ბ) „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის საფუძველზე, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად, შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.“;
ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ავტოტრანსპორტის დროებითი განვლადობის უზრუნველყოფის მიზნით, განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო და საპროექტო მომსახურების შესყიდვისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 5 460 000 (ხუთი მილიონ ოთხას სამოცი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი