„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №907 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1494
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017598
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1494

 2014 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

   „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №907 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, ,,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №907 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, კერძოდ, ავტოტრანსპორტის დროებითი განვლადობის უზრუნველყოფის მიზნით, გადაუდებელი სამუშაოების, აგრეთვე, მათთან დაკავშირებული საზედამხედველო და საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება;“;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ავტოტრანსპორტის დროებითი განვლადობის უზრუნველყოფის მიზნით, განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო და საპროექტო მომსახურების შესყიდვისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპრტამენტს გამოუყოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                     ირაკლი ღარიბაშვილი