„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 მარტის №511 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1142
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021599
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1142

2016 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 მარტის №511 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 მარტის №511 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

ა)  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153  და  2015 წლის 23 ივნისის №1325 განკარგულებების საფუძველზე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ დავალებული გაზიფიცირების პროექტების დასრულების მიზნით,   საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი და მის კაპიტალში შეტანილი თანხების და აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის №2253 განკარგულებით გამოყოფილი და მის კაპიტალში შეტანილი თანხების ფარგლებში მორჩენილი ეკონომიის გამოყენება.“;

გ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი