„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1325
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019447
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1325

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)   კასპის მუნიციპალიტეტში, სოფლების: გომის, ნიაბის, მეტეხის, ზემო ჩოჩეთისა და ახალქალაქის მკვებავი გაზსადენის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: ეზატის, გუდალეთის, თელადგორის, ქვემო ხანდაკისა და იდლეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება და სოფლების: გომისჯვარის, ლავრისხევისა და წინარეხის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ონის მუნიციპალიტეტში, სორი-ონის 12 კმ-იანი გაზსადენის, ქალაქ ონისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხურუთის, ლაჩთას, შეუბანის, ღარის, ნიგვზნარასა და ჭალას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;“;

გ) განკარგულების პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ)   ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: აჯამეთის, ზოვრეთის, პირველი სვირის, სვეტმაღალის, როდინაულისა და ცხენთაროს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;“;

დ) განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ)   გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დასახლება ბროწეულას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.“;

ე) განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეთხოვოთ ლაგოდეხის, ქარელის, კასპის, ონის, დუშეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ტყიბულის, ზესტაფონის, აბაშის, ზუგდიდისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.“.

      

პრემიერ-მინისტრი                                       ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1325. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019447.
სად არის „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1325, 23.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019447 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2891499/