„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2032
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024771
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2032

2017 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის

საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის

3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: თელიანისა და დოესის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ხოლო სოფლების: გარიყულისა და თელათგორის დაჩების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;“.

2. პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ დელტასუბნის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება.“.

4. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეთხოვოთ ბოლნისის, დმანისის, გორის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, ლაგოდეხის, კასპის, ლანჩხუთის, მცხეთის, სენაკის, ჩოხატაურის, ხაშურის, დუშეთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების გამგეობებს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                        გიორგი კვირიკაშვილი