„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2535
2014 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1495 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში - დეპარტამენტი) 2014 წლის 20 აგვისტოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134–კმ135 მონაკვეთზე განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს:
ა) 2014-2015 წლებში საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სამუშაოების შესყიდვა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის 100%–იანი წილის მართვის უფლებით გადაცემული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისაგან“ (შემდგომში – კომპანია);
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვა 2014 წელს, ხოლო საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა - 2014-2015 წლებში;
გ) „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის საფუძველზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად, შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.“;
ბ) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №907 განკარგულების საფუძველზე, დეპარტამენტისთვის გამოყოფილი 5 460 000 (ხუთი მილიონ ოთხას სამოცი ათასი) ლარიდან დარჩენილი, აუთვისებელი სახსრებით.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. დეპარტამენტმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, 2015 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.
პრემიერ-მინისტრი ი.ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2535. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018341.
- სად არის „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს №1495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2535, 29.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018341 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2676505/