„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №602 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1042
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 12/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№1042

2013 წლის 1 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №602 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №602 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებ ები:

1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25–კმ45 ცალკეული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ11-კმ18,8 მონაკვეთის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი-ყინწვისის მონასტრის ს აავტომობილო გზის კმ 0+00 კმ 3+425 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 8 000000 (რვა მილიონი) ლარი.“.

2. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა , 2013-2014 წლებში უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ45 ცალკეული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავატომობილო გზის კმ11-კმ18,8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი-ყინწვისის მონასტრის ს აავტომობილო გზის კმ0+00 კმ 3+425 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                   ბ . ივანიშვილი