2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
300280000.11.117.005168
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 27/02/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.11.117.005.168

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №27/6

2002 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი

,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, 1-ლი პუნქტის

ა) ქვეპუნქტის განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების საფუძველზე 2002 წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ 2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებაში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან (გარდა ეი-ი-ეს თელასისათვის გადასარიცხი თანხებისა).

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების საფუძველზე, 2002 წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ 2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურებაში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა განახორციელოს ბუნებრივი აირის გამანაწილებელ კომპანიებთან.

3. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა ამ წესის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გადარიცხული თანხების ასახვა განახორციელოს ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის შესაბამის ენერგოკომპანიებში გახსნილ ბარათებზე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თანხით დაიფარება ენერგოკომპანიების დავალიანება საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიმართ;

4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და ბუნებრივი აირის გამანაწილებელმა კომპანიებმა ამ წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადარიცხული თანხების ასახვა განახორციელონ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიებში გახსნილ ბარათებზე;

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი დადასტურებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე პრიორიტეტულობის განსაზღვრის მიზნით წარუდგინოს ორგანიზაციათა ჩამონათვალი დავალიანების შესახებ ,,საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილ კომისიას.

6. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაცია-დაწესებულებებს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ ბუღალტრულ ანგარიშგებაში კრედიტორული დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.

7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

დ. მირცხულავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.02.2002.
როდის იქნა მიღებული „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი“?
„2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი“ მიღებულია 26.02.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.11.117.005168.
სად არის „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი“, №27, 26.02.2002, სარეგისტრაციო კოდი 300280000.11.117.005168 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1197219/