2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივად ხარჯვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.03.2002 ბოლო ცვლილება 25.04.2002
გამომცემი ორგანო
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
300.350.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 12/03/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №95

2002 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივად ხარჯვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივად ხარჯვის მიზნით:

1. შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

გიორგი ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

დავით მირცხულავა – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი, კომისიის მდივანი

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

დავით რამიშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი

ალბერტო სოლისი – საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მენეჯმენტ-კონტრაქტის მმართველი დირექტორი

გიორგი შერაძე – თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერი.

2. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ კომისიას წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებული წინადადებები ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული სახსრების ხარჯვის თაობაზე.

3. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დავალიანების დაფარვა და 2002 წლის განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდეს დადგენილი წესებით კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივად ხარჯვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივად ხარჯვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.04.2002.
როდის იქნა მიღებული „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივად ხარჯვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
„2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივად ხარჯვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 05.03.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №95. სარეგისტრაციო კოდი — 300.350.000.05.002.002..
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივად ხარჯვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.04.2002-დან.
სად არის „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივად ხარჯვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.04.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივად ხარჯვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“, №95, 05.03.2002, სარეგისტრაციო კოდი 300.350.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 25.04.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/115558/