საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 4 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (4)
- საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათ 31.08.2004
- ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი 03.04.2004
- ქალაქ რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამის სახელმწიფო მხარდამჭერი ღონისძიებ 25.03.2004
- საქართველოსა და უკრაინას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ 19.04.2004
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №233
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. ბოლო წლებში შექმნილმა ზოგიერთმა სათათბირო ორგანომ შეასრულა დაკისრებული ამოცანები, ან ამოწურა უფლებამოსილების ვადა. ადგილი აქვს კომისიათა ფუნქციების დუბლირებასაც. შეიქმნა ახალი სათათბირო ორგანოები, რომელთაც შეითავსეს წინამორბედთა ძირითადი ფუნქციები. ამასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებების შედეგად ცალკეული სათათბირო ორგანოების უფლებამოსილებები გადავიდა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციაში, რაც აზრს უკარგავს ამ სათათბირო ორგანოთა არსებობა-ფუნქციონირებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სათათბირო ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების, ოპტიმიზაციისა და გამსხვილების ფარგლებში ზოგიერთი სათათბირო ორგანოს გაუქმებისა და მათი ფუნქციების სხვა სათათბირო ორგანოებისათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,ქალაქ რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამის სახელმწიფო მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 მარტის №6 დადგენილება;
ბ) ,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან დაკავშირებით სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 აპრილის №13 დადგენილება;
გ) ,,საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემებზე სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 აგვისტოს №74 დადგენილება;
დ) ,,საქართველოსა და უკრაინას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №25 დადგენილება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი