სს ,,თბილსრესის“ №3 და №4 ენერგობლოკების რეაბილიტაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№218
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 02/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№218

2005 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

სს ,,თბილსრესის“№ 3 და №4 ენერგობლოკების რეაბილიტაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

ქვეყანაში არსებული ელექტროენერგიის დეფიციტისა და ენერგოსისტემისათვის ბაზისური ენერგიის ნაკლებობის პირობებში დღის წესრიგში დადგა თბილსრესის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესრულების აუცილებლობა. საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრულ საერთო ასიგნებებში გარკვეული თანხები გათვალისწინებულია სს ,,თბილსრესის“ენერგობლოკების მიმდინარე სარემონტო სამუშაოთა და რეაბილიტაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად.

ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების გასაუმჯობესებლად 2005-2006 წლებში საქართველოს ენერგოსისტემის ფუნქციონირებისა და ენერგოპოტენციალის რაციონალურად გამოყენების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგეტიკის სამინისტროსათვის სს ,,თბილსრესის“რეაბილიტაციის მიზნით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად განსაზღვრული ასიგნებებიდან 9 157 275 (ცხრა მილიონ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ორას სამოცდათხუთმეტი) დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით გამოიყენოს საკრედიტო რესურსად სს ,,თბილსრესის“მიერ №3 და № 4 ენერგობლოკების რეაბილიტაციის მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებათა დასაფინანსებლად.

2. ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით ენერგეტიკის სექტორის სუბსიდირებისათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში სს ,,თბილსრესის“რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან ერთ კვირაში ამ დანიშნულებით სს ,,თბილსრესს“კრედიტის სახით გამოუყოს 9 157 275 (ცხრა მილიონ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ორას სამოცდათხუთმეტი) დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვ. ჩეჩელაშვილმა და ენერგეტიკის მინიტრმა ნ. გილაურმა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი