ენერგოსისტემის საიმედო ფუნქციონირების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №359
2006 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
ენერგოსისტემის საიმედო ფუნქციონირების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებისა და 2006-2007 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზების „იმერეთისა” და „კავკასიონის” მოსამზადებელ სარეაბილიტაციო სამუშაოთა შეუფერხებლად განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ენერგეტიკის სექტორის სუბსიდირებისათვის საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი საერთო ასიგნებებიდან 310 000 (სამას ათი ათასი) ლარის გამოყოფა და მისი მიმართვა საკრედიტო რესურსად 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზების „იმერეთისა” და „კავკასიონის” სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგეტიკის სამინისტროს მონაწილეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გააფორმოს ხელშეკრულება სს „საქრუსენერგოსთან” 310 000 (სამას ათი ათასი) ლარის მიზნობრივი საბიუჯეტო სესხის გამოყოფის თაობაზე. კრედიტი გამოიყოს ორი წლის ვადით, წლიური 7-პროცენტიანი განაკვეთით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი