საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველყოფის სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №22
2006 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველყოფის სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს ენერგოსისტემაში მაღალი ძაბვის (500 კვ) ელექტროგადამცემი ხაზის „კავკასიონისა“და მაგისტრალური გაზსადენი მილების (700 მმ და 1200 მმ) ავარიულად მწყობრიდან გამოსვლის გამო შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქ. თბილისისათვის უჩვეულო ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში მოსახლეობის გაზმომარაგების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრულ ასიგნებებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები და სს „თბილგაზისათვის“საკრედიტო რესურსად გამოყოს 13 000 000 (ცამეტი მილიონი) ლარი.
2. განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხა 10-წლიანი კრედიტის სახით, 5 წლის შეღავათიანი პერიოდით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 7-პროცენტიანი სარგებლის დარიცხვით მიეცეს სს „თბილგაზს“ბუნებრივი გაზის იმპორტის განსახორციელებლად და მოსახლეობისათვის მიწოდებულ ბუნებრივი გაზის მოქმედი სამომხმარებლო ტარიფების შესანარჩუნებლად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ზემოთ აღნიშნული პირობების თანახმად გააფორმონ საკრედიტო ხელშეკრულება სს „თბილგაზთან“.
4. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი