რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№831
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №831

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელების შესახებ

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამო­ყოფილ ასიგნებათა ფარგლებში 116 000 (ას თექვსმეტი ათასი) ლარი წარმართოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს ზოგად­სა­განმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის, ერთი ბავ­შვისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით ერთჯერადი ფინან­სური დახმარების გაცემის მიზნით.

2. „საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე პირთათვის გარკვეული დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 სექტემბრის №603 განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს ზოგად­საგანმანათ­ლებლო სკოლების მოსწავლეთათვის ერთჯე­რადი ფინან­სური დახმარების გაცემის თაობაზე“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2008 წლის 24 ოქტომბრის №703 გან­კარგულების პირველი პუქტისა და ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გან­ხორციელებისათვის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინის­ტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მის­თვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში 15 500 (თხუთმეტი ათას ხუთასი) ლარი მიმართოს საბანკო მომ­სახურების ხარჯის ასანაზ­ღაურებლად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტების შესასრუ­ლებლად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქარ­თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და გან­სახლების სამი­ნისტროს, ამ განკარგულების მე-2 პუნ­ქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელები­სათვის საჭირო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლა­პარების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვე­პუნქტის შესაბამისად.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  გ.მგალობლიშვილი