რუსეთის ფედარაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№784
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 19/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №784

2008 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედარაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარების შესახებ

 1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნისტრომ აანაზღაუროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაზა­რალებული მოსახლეობის ორგანიზებულად ჩასახლების ობიექ­ტების აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრისათვის ელექტრო­ენერგიისა და წყლის მომსახურების საფასური შესა­ბამისი ორგა­ნიზაციებიდან წარდგენილი ფაქ­ტობრივი დანა­ხარჯის მიხედ­ვით 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. 2008–2009 წლების ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავ­შირებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნისტრომ (კ. სუბელიანი) 510 000 (ხუთას ათი ათასი) ლარი მიმართოს საშეშე მერქნის შეძენისათვის იძულებით გადაად­გილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების შეშით უზრუნველ­საყოფად.

3. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათ­ვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საქარ­თვე­ლოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნე­ბებიდან მიმართოს 1 010 000 (ერთი მილიონ ათი ათასი) ლარი.

4. ამ განკარგუ­ლების მე-3 პუნქტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეი­ტანოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქარ­თველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

5. ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და გან­სახლების სამინისტროს, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათ­ვალისწინებული ღონისძიების განხორციელებისათვის საჭი­რო სა­ქონლისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარების საშუალებით „სა­ხელ­­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი