დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ჯაღმიანი, ზაქანი, ხადა და კაიშაურნი) მუმდივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№816
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 21/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №816

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ჯაღმიანი, ზაქანი, ხადა და კაიშაურნი) მუმდივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების შესახებ

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ჯაღმიანი, ზაქანი, ხადა და კაიშაურნი) შექმნილი მძიმე სოცია­ლური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ანაზ­ღაურდეს მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბო­ნენტების) მიერ 2007 წლის 1 დეკემბრიდან 2008 წლის 15 მაი­სამდე და 2008 წლის 15 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დე­კემ­ბრამდე პერიოდში მოხმა­რებული ბუნებრივი გაზის ოდე­ნო­ბიდან ყოველ აბონენტზე თვე­ში არა უმეტეს 700 კუბ.მ-ის ღირებულებისა.

2. განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით საქარ­თველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) უზრუნველ­ყოს მისთვის 2008 წლისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარ­გლებში შესაბამისი გაზის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძელზე სათანადო ხელშეკრუ­ლებების გაფორმება და თანხების დანიშნულებისამებრ გადა­რიცხვა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური)  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუ­ძველზე 2008 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალის­წინოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის დამატებით ასიგ­ნებათა გამოყოფა განკარგულების პირველი პუნქტის შესრუ­ლების მიზნით.

4. ეთხოვოს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას უმოკლეს ვადებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ფი­ნანსთა სამინისტროს წარმოუდგინოს ინფორმაცია შესა­ბამის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახე­ბის (აბონენტების) საერთო რაოდენობის შესახებ.

5. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციე­ლოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი               ვ. გურგენიძე