საომარი მდგომარეობის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დროებითი განსახლების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№558
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 03/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№558

2008 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

საომარი მდგომარეობის გამო იძულებით გადაადგილებულ  პირთა – დევნილთა დროებითი განსახლების  ღონისძიებათა შესახებ

1. ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და გან­სახლების სამინისტროს საომარი მდგომარეობის გამო იძუ­ლებით გადაადგილებული პირები – დევნილები დროებით გა­ნა­სახლოს მე-20 საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში ეკომიგრანტებისათვის აშე­­ნებულ საცხოვრებელ სახლებში.

2. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგ­ნებებიდან 720 000 (შვიდას ოცი ათასი) ლარი წარი­მარ­თოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში აშე­ნე­ბუ­ლი 69 საცხოვრებელი სახლის სარემონტო-სარეაბილი­ტა­ციო სამუშა­ოების შესასრულებლად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური)   გან­კარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნული სამუშაოებისათვის 720 000 ლარის გამოყენების მიზნით „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანო­ნით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინის­ტრო­სათვის გამოყოფილ ასიგნებებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები.

4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინის­ტროს ნება დაერთოს განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვ­რული სამუშაოები და მასთან დაკავშირებული მომსახურება, კერძოდ, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენა, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება განახორციელოს ერთ პირ­თან მოლაპარაკების გზით „სახელ­მწიფო შესყიდვების შესა­ხებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გორის მუნიციპა­ლი­ტეტში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარემონ­ტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ღონისძიე­ბათა შე­სახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აგვი­სტოს  № 553 განკარგულება.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე