რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის გარკვეული საკვები პროდუქტის შეძენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№669
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №669

2008 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის გარკვეული საკვები პროდუქტის შეძენის შესახებ

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (თ.მარტიაშვილი) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი წარმართოს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საკვები პროდუქტის – ძეხვეულის შესაძენად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებისათვის მიიღოს შესაბამისი ზომები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ნება დაერთოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე