რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№675
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №675

2008 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ

დღეისათვის მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის აგრე­სიის შედეგად დაზარალებული მოსახ­ლეობის განთავსება ქარე­ლის, გორის, კასპის, მცხეთის, ხაშურის, მარნეულისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებში. შესაბამისად, მათი ელე­ქ­ტრო­ენერგიით უმოკლეს ვადებში უზ­რუნ­ველყოფის მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) მისთვის საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გა­თვა­ლისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს 4 309 417 (ოთხი მილიონ სამას ცხრა ათას ოთხას ჩვიდმეტი) ლა­რის გამოყოფა.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძ­ველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს სს ,,ენერგო პრო ჯორჯიასთან” ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკ­რულების გაფორმება ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის, ხაშუ­რის, მარნეულისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახ­ლეობის ელექტრო­ენერგიით უზრუნველყოფი­სათვის საჭირო სამშენებლო-სამონტა­ჟო სამუშა­ოების შესასრუ­ლებლად.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად აშენებული ობიექტების განკარგვისათვის კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), საჭი­როების შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის სამი­ნისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიულ-ფინანსურ გეგმასა და კვარტალურ განწერაში.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე