რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№640
2008 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
1. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოსა და შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 33 560 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფის, მოჭრისა და დამზადების სამუშაოების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელებისათვის ნება დაერთოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციების შერჩევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად.
3. ამ განკარგულების შესაბამისად დამზადებული 33 560 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი გადაეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობის ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით.
4. ამ განკარგულების შესაბამისად დამზადებული 33 560 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.10.2008.
- როდის იქნა მიღებული „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 01.10.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №640. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“, №640, 01.10.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2106408/