საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ფორს-მაჟორული (დაუძლეველი) მდგომარეობიდან გამომომდინარე საავტომობილო გზებზე აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№545
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№545

2008 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ფორს-მაჟორული (დაუძლეველი) მდგომარეობიდან გამომომდინარე საავტომობილო გზებზე აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ქვეყანაში შექმნილმა საომარმა მდგომარეობამ და ფორსმაჟორულმა გარემოებებმა სერი­ოზული სირთულეები შეუქმნა საავტომობილო გზებზე ტრანს­პორტის მოძრაობას. ასფალტირებულ გზებზე მუხლუხა სამ­ხედრო ტექნიკის სისტემატურმა მოძრაობამ გზების მნიშვნე­ლოვანი ნაწილის საფარი მწყობრიდან გამოიყვანა. ტრანს­პორტი შეფერხებით მოძრაობს ალტერნატიული თბილი­სი-წალკა-ახალქალაქი-გოდერძის უღელტეხილი-ბათუმის მი­მარ­­თუ­ლებით არსებული გზის პარამეტრების არასტანდარ­ტული მდგომარეობის გამო. საგრძნობი შეფერხებებია ასევე გზების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების შესრულების კუთხით.

1. შექმნილი ფორს-მაჟორული სიტუაციის გათვალისწი­ნებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ.დალაქი­შვი­ლი):

ა) ფინანსური რესურსების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით უზრუნველყოს 2008 წლის პროგრამით გათვალისწი­ნებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტებისა და სხვა საგზაო სამუშაოთა პრიორიტეტების განსაზღვრა მათი შეს­რულების გადაუ­დებლობისა და აუცილებლობის საფუძველზე. ყურად­ღება განსაკუთრებულად გაამახვილოს თბილისი-სენაკი-ლე­სელიძის, თბილისი-წალკა-ახალქალაქი-გოდერძის უღელტე­ხი­ლი-ბათუმის მიმართულებისა და საომარი მოქმედებების ზო­ნაში არსებული (მათ შორის ქ. გორის მუნიციპალური) საავ­ტო­მობილო გზების მდგომარეობაზე. ოპერატიულად განახორციელოს საჭირო ღონისძიებები ამ გზებზე საავტომობილო ტრანსპორტისათვის განვლად მდგომარეობაში შენარჩუნები­სათვის. არსებული წესის შესაბამისად გადაუდებელი და აუცილებელი სამუშაოების (მათ შორის პროექტირება, ტექ­ნიკური ზედამხედველობა) შესრულება უზრუნველყოს „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად ერთ პირ­თან მოლაპარაკების წესით;

ბ) კონტრაქტორ ორგანიზაციებთან მოქმედ ხელშეკრუ­ლებებში მოახდინოს სათანადო შესწორებების შეტანა სამუ­შაოთა მოცულობების, ვადებისა და სხვა პირობების კორექ­ტირების გზით. შექმნილი ფორს-მაჟორული მდგომარეობის გათვალისწინებით მხარეთა მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის არ იქნეს გამოყე­ნებული საჯარიმო სანქციები.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე