ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№715
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №715

2008 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალე­ბული იმ მოსახლეობის, რომელთა განთავსებაც მიმდინარეობს წერო­ვანში, წილკანში, ფრეზეთში, მცხეთაში, საგურამოში, ბაზა­ლეთ­ში, ქარელში, სურამსა და ხაშურში, ბუნებრივი აირით უმოკ­ლეს ვადაში დაკმაყოფილების მიზნით:

ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური):

ა.ა) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებულ ასი­გ­ნებათა ფარგლებში უზრუნველყოს 3 182 000 (სამი მილიონ ას ოთხმოც­და­ორი ათასი) ლარის გამოყოფა;

ა.ბ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე ზემოაღნიშნულ ასიგნებათა ფარგ­ლებში უზრუნველყოს ერთ პირ­თან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება წეროვანში, წილკანში, ფრე­ზეთში, მცხეთაში, საგურამოში, ბაზა­ლეთში, ქარელში, სუ­რამსა და ხაშურში რუსეთის ფედე­რაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბუ­ნებ­რივი აირით უზრუნველყო­ფი­სათვის საჭირო სამშენებლო, სამონ­ტაჟო სამუშაოების შესას­რულებლად;

ბ) ეთხოვოთ შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამ­გეობებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონ­მდებ­ლობის თანახმად, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ ობიექტების სამშე­ნებლო სამუშაოების შეუფერხებელი შესრულებისა და მათი ექსპლუატაციაში მიღების ღონისძიებათა განხორცი­ელება;

გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად აშე­ნე­ბული ობიექტების განკარგვისათვის კანონმდებლობით გათ­ვა­ლისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) სა­ჭი­­როების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინის­ტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიულ-ფინან­სურ გეგმასა და კვარტალურ განწერაში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი    გ. მგალობლიშვილი