მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხიხანსა და შაუმიანში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №774
2008 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხიხანსა და შაუმიანში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული იმ მოსახლეობის, რომელთა განთავსებაც მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხიხანსა და შაუმიანში ბუნებრივი აირით უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური):
ა) ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს 377 646 (სამას სამოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას ორმოცდაექვსი) ლარი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება სს ,,ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიასთან“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხიხანსა და შაუმიანში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველსაყოფად. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად განისაზღვროს 2009 წლის 31 დეკემბერი, სესხის სარგებლის განაკვეთად – წლიური 9 პროცენტი;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) ამ განკარგულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები გადაურიცხოს სს ,,ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიას“, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხიხანსა და შაუმიანში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების ღონისძიებათა განხორციელებას.
3. სესხის ხელშეკრულების პირობად განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხიხანსა და შაუმიანში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ღონისძიებათა დასრულება არა უგვიანეს 2008 წლის 20 დეკემბრამდე.
4. ეთხოვოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ობიექტების სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელი წარმოებისა და მათი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი