ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ნაპირსამაგრი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №726
2008 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ნაპირსამაგრი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
მდინარე რიონის ნაპირის ინტენსიური ეროზიით გამოწვეული მაგისტრალური გაზსადენის რღვევის საფრთხის თავიდან აცილების, მოსახლეობის გაზმომარაგებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 26-ე კილომეტრზე მდინარე რიონის ნაპირსამაგრი და მასთან დაკავშირებული მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ რეჟიმში განსახორციელებლად:
1. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს წინადადებები ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 26-ე კილომეტრზე მდინარე რიონის ნაპირსამაგრი და მასთან დაკავშირებული მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების შესახებ.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ნაპირსამაგრი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ნაპირსამაგრი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.11.2008.
- როდის იქნა მიღებული „ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ნაპირსამაგრი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“?
- „ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ნაპირსამაგრი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 05.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №726. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ნაპირსამაგრი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ნაპირსამაგრი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“, №726, 05.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2182689/