სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №714
2008 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მოსახლეობის გაზიფიკაციის პროგრამის განხორციელების, კერძოდ, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის გაზიფიცირების ხელშესაწყობად ,,სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის“ გადაუდებელ რეჟიმში განხორციელების მიზნით:
1. ეთხოვოს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, რომ საკუთარი სახსრებით შესაძლოდ მოკლე ვადებში უზრუნველყოს სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.
2. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო პროექტირებისა და მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წარმოადგინოს წინადადებები „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის” გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების შესახებ.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ეთხოვოთ შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უზრუნველყონ ობიექტების სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელი წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.11.2008.
- როდის იქნა მიღებული „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“?
- „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 05.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №714. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“, №714, 05.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2182453/