2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის დადებულ მემორანდუმში და 2011 წლის 23 დეკემბერს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №206
2013 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის დადებულ მემორანდუმში და 2011 წლის 23 დეკემბერს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი 2011 წლის 23 დეკემბრის მემორანდუმში და 2011 წლის 23 დეკემბრის გაზის მიწოდების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ.
3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამის კომპანიებთან მემორანდუმის გაფორმება პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად 2013 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ფიზიკური პირების (აბონენტების) მიერ გადასახდელი 1 კბ/მ. ბუნებრივი გაზის საფასურის 0,05 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით შემცირების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი