ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №754
2008 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ
1. ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ – ქვეყნის ენერგეტიკული დარგის სათანადო ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით თანხმობა მიეცეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან განხორციელებული შემდეგი საქმიანობებისათვის:
ა) შპს ,,ენგურჰესს“, შპს ,,ვარდნილჰესების კასკადსა“ და შპს ,,კოდორიჰესებს“ – ელექტროენერგიის წარმოების, ელექტროენერგიის რეალიზაციისა და აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის;
ბ) შპს ,,სპეცენერგორემონტს“, შპს ,,მშენსერვისი – 2002-ს“, შპს ,,მერკური პლიუსს“, შპს ,,ტრანფიბერ – სერვისს“, შპს ,,ეკო – ენერგიას“, შპს ,,მერკურს“, შპს ,,ლუმენს“, შპს ,,კაშხალს“, შპს ,,უბიხი 2006-ს“, შპს ,,თანს“, შპს ,,სპეცენერგოსერვისი – 2000-ს“, შპს ,,ჰიდროგეონერგოცენტრს“, ავსტრიულ-გერმანულ კომპანია ,,ვოიტ-სიმენსს“, უკრაინულ კომპანია ,,ზაპოროჟტრანსფორმატორს“, უკრაინულ კომპანია ,,ტურბოატომს“ – ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული ჰიდროელექტროსადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის;
გ) შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ – ელექტროენერგიის გადაცემის, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, მისი კუთვნილი ელექტრული ქსელის ექსპლუატაციისა და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის;
დ) შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ – ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და იმპორტ-ექსპორტის საქმიანობისათვის;
ე) შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალს – დასავლეთის მიმართულების საექსპორტო (ბაქო-სუფსა) მილსადენის ექსპლუატაციისა და ოპერირებისათვის;
ვ) სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ – ელექტროენერგიის შესყიდვისა და ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის;
ზ) სს ,,თელასს“ – ელექტროენერგიის შესყიდვის საქმიანობისათვის;
თ) სს ,,საქენერგორემონტს“ – ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ენერგეტიკული ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის;
ი) სს ,,საქრუსენერგოს“ – ელექტროენერგიის გადაცემისა და მისი კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის;
კ) შპს ,,ენიმპექსს“ – ,,ი“ ქვეპუნქტში მითითებული ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.11.2008.
- როდის იქნა მიღებული „ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“?
- „ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ მიღებულია 17.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №754. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“, №754, 17.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2183464/