საქართველოს სახელმწიფო გერბის ეტალონების დამზადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №65
2006 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო გერბის ეტალონების დამზადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის № 962 განკარგულებისა და „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის № 25 განკარგულების შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო გერბის ნიმუშების (ეტალონების) საერთაშორისო ჰერალდიკური სტანდარტების დონეზე დამზადების სამუშაოთა კოორდინირებულად განხორციელების მიზნით:
1. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
| პეტრე მამრაძე | - | საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, ჯგუფის ხელმძღვანელი |
| გიორგი გოდაბრელიძე | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| მამუკა გონგაძე | - | საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისიის წევრი |
| დავით კერესელიძე | - | საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი |
| ნუგზარ ქევხიშვილი | - | საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე |
| დიმიტრი ძაგნიძე | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე |
| ზაზა ჭელიძე | - | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე |
| ლევან ჭოლაძე | - | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. |
2. სამუშაო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ ჰერალდიკურ კომისიასთან ერთად (ე. შენგელაია):
ა) მოამზადოს წინადადებები საქართველოს სახელმწიფო გერბის მოცულობითი ეტალონების დამზადებასთან დაკავშირებით მოსამზადებელ სამუშაოთა და მათი შესრულების ხელშეწყობის თაობაზე;
ბ) ათ დღეში წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და ნიდერლანდის სამეფოს ზარაფხანის ხელშეკრულების პროექტი სახელმწიფო გერბის მოცულობითი ეტალონების დამზადების შესახებ, აგრეთვე მისი განხორციელების რეკომენდაციები.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა პ. მამრაძემ.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი