საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 26/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №25

2006 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №962 განკარგულების მოთხოვნათა შესრულების მიზნით:

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ სახელმწიფო გერბის მოცულობითი ეტალონების დასამზადებლად გააფორმოს ხელშეკრულება ნიდერლანდის სამეფოს ზარაფხანასთან.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სახელმწიფო გერბის მოცულობითი ეტალონების დამზადების ხარჯების დასაფარავად „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოს 38 200 (ოცდათვრამეტი ათას ორასი) ევროს ეკვივალენტი თანხა ლარობით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისიის თავმჯდომარის ე. შენგელაიასა და სახელმწიფო გერბის ავტორის მ. გონგაძის ნიდერლანდის სამეფოში მივლინებისათვის – 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
„საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 26.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
სად არის „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №25, 26.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2067667/