საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №97
2005 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს მუშაკთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოს 458 400 (ოთხას ორმოცდათვრამეტი ათას ოთხასი) ლარი. მათ შორის:
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 43 100 (ორმოცდასამი ათას ასი) ლარი;
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს გურიაში – 40 100 (ორმოცი ათას ასი) ლარი;
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს იმერეთში – 47 100 (ორმოცდაშვიდი ათას ასი) ლარი;
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს კახეთში – 45 700 (ორმოცდახუთი ათას შვიდასი) ლარი;
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს მცხეთა-მთიანეთში – 54 300 (ორმოცდათოთხმეტი ათას სამასი) ლარი;
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს რაჭა-ლეჩხუმში – 44 600 (ორმოცდაოთხი ათას ექვსასი) ლარი;
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს სამცხე-ჯავახეთში – 48 800 (ორმოცდარვა ათას რვაასი) ლარი;
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს ქვემო ქართლში – 65 800 (სამოცდახუთი ათას რვაასი) ლარი;
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს შიდა ქართლში – 68 900 (სამოცდარვა ათას ცხრაასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი