,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ასიგნების გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 24/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №15

2005 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ასიგნების გამოყოფის შესახებ

საბერძნეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 3699 (სამი ათას ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი) ევროს ეკვივალენტი ლარობით, საბერძნეთის რესპუბლიკაში ამა წლის 16 იანვარს სამხრეთ კორეის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემ ,,ENI“-ის დაზიანების შედეგად დაზარალებული ეკიპაჟის ქართველ წევრთა სამშობლოში გამოსამგზავრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი