საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციონალური რეფორმისა და ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №79
2006 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციონალური რეფორმისა და ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციონალური რეფორმისა და მათი ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
| ზურაბ ნოღაიდელი
ალექსი ალექსიშვილი | -
- | საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| კახა ბენდუქიძე | - | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში |
| გიორგი გაბაშვილი | - | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| დავით კერესელიძე | - | საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი |
| ალექსანდრე ლომაია | - | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| გიორგი პაპუაშვილი | - | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| გია ქავთარაძე | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| გია ხუროშვილი | - | საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. |
2. კომისიამ უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა საქმიანობის მარეგლამენტირებელი სამართლებრივი ბაზის შემდგომი სრულყოფის შესახებ წინადადებათა შემუშავება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცედურების განსაზღვრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო რეესტრის ფორმირების შესახებ წინადადებათა მომზადება;
გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის შესახებ შესაბამის წინადადებათა მომზადება;
დ) მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა შესახებ არსებული მონაცემების დამუშავება სახელმწიფო რეესტრში მათი შემდგომი ასახვისათვის;
ე) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ფუნქციონალური ოპტიმიზაციის შესახებ სათანადო რეკომენდაციათა მომზადება.
3. კომისიის გადაწყვეტილებით შესაბამის სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლების მონაწილეობით კომისიასთან იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადებას. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას უხელმძღვანელოს კ. ბენდუქიძემ.
4. განკარგულების ძალაში შესვლიდან სამ თვეში კომისიამ საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ზემოაღნიშნული საკითხების შესახებ მომზადებულ წინადადებათა პაკეტი შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებთან ერთად.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი