„სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.05.2006 ბოლო ცვლილება 17.12.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№91
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 08/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №91

2006 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ

1. ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი

გელა ბეჟუაშვილი        – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

მამუკა გელოვანი          – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

კონსტანტინე ვარძელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

კონსტანტინე კორკელია        – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

გივი მიქანაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გია ქავთარაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ზურაბ ადეიშვილს – საქართველოს გენერალურ პროკურორს

ლევან ბეჟაშვილს – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

მიხეილ გოგიშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს

ლაშა კალანდაძეს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს

კონსტანტინე კუბლაშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

ზაზა მეიშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს

სოზარ სუბარს – საქართველოს სახალხო დამცველს

ალექსანდრე ტაბატაძეს – საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს

ვალერი ცერცვაძეს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს

ჯონი ხეცურიანს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

3. კომისიამ უზრუნველყოს მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციისა და რეფორმების ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისათვის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის ფარგლებში შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება.

4. კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე) უზრუნველყოს ექსპერტების (მათ შორის, უცხოელი ექსპერტების) ჩაბმა კომისიის მუშაობაში.

5. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი