,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№285
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.926
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 180, 20/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №285

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წ., №63, მუხლი 813) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

მაია მიმინოშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

გივი მიქანაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

       2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ზურაბ ადეიშვილს – საქართველოს გენერალურ პროკურორს

ლევან ბეჟაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

გიორგი ბოკერიას – საქართველოს პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს

მალხაზ გურულს – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს

ლაშა კალანდაძეს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს

ნინო კალანდაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს

კონსტანტინე კუბლაშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

ზაზა მეიშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს

გიორგი პაპუაშვილს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს

სოზარ სუბარს – საქართველოს სახალხო დამცველს

ეკა შარაშიძეს – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს

ვალერი ცერცვაძეს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს

მარიკა ცერცვაძეს – თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს

ჯონი ხეცურიანს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს.“;

ბ) დადგენილების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ე. ტყეშელაშვილი) უზრუნველყოს ექსპერტების (მათ შორის უცხოელების) ჩაბმა კომისიის მუშაობაში.

5. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ე. ტყეშელაშვილმა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე