„ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის ფედერაციის გაწევრების პროცესის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის №100 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 20/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2009 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

„ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის ფედერაციის გაწევრების პროცესის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის №100 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის ფედერაციის გაწევრების პროცესის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის №100 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის ფედერაციის გაწევრების პროცესის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოების უზრუნველსაყოფად „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

თამარ კოვზირიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი – პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი საგარეო-ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

მარიამ გაბუნია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფროსი მრჩეველი, კომისიის მდივანი

ირაკლი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი მანჯგალაძე – საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური

დავით რაქვიაშვილი – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე.

დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიამ უზრუნველყოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის ფედერაციის გაწევრების პროცესის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოება და საქართველოს მთავრობის ინფორმირება პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მთავრობის პოზიციის წარმოჩენა დაევალოს კომისიის თავმჯდომარეს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ნ. გილაური