„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№467
სარეგისტრაციო კოდი
480350000.10.003.017143
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №467

2012 წლის 13 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/12/2011, 480350000.10.003.016647) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის  131 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე;

 საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.”.

2.  დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო კომისიის თანათავმჯდომარე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.“;

  ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის თანათავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი