„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №543 |
|
2022 წლის 29 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე;
გ) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
კ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;
ლ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
პ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
ჟ) საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი;
რ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარე არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო კომისიის თანათავმჯდომარე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი. დეპარტამენტის უფროსი ამავე დროს არის კომისიის მდივანი.“.
|