„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №442 |
|
2017 წლის 27 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – ანტიკორუფციული საბჭო) განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
ე) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
ზ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;
კ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
ლ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
მ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ნ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ო) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
პ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ჟ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
რ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
ს) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი;
ტ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;
უ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
ფ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
ქ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
ყ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;
შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე;
ჩ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი;
ც) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;
ძ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;
წ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;
ჭ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი;
ხ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი;
ჯ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“-„ღ“ ქვეპუნქტები:
„ს) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;
ტ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს;
უ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ფ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს;
ქ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ღ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს.“.
|