„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №522 |
|
2023 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს, განკარგავს სააგენტოს სახსრებს და პასუხისმგებელია მათ მიზნობრივ ხარჯვაზე;“.
2. მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის საჭირო რეკომენდაციების მომზადება, მათ შორის, სარგებლობის უფლებით გადაცემულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე სარგებლობაში გადაცემულისა) მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე, ამავე შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულების ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, თანხმობის მიცემის შესახებ წინადადების მომზადება; დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო კომპეტენციის მქონე ორგანოების ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“.
3. მე-14 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ინფრასტრუქტურის მართვის სამსახური.“;
ბ) მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
ე) საჭიროებისამებრ, სააგენტოს სარგებლობაში არსებული შენობებისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა. სააგენტოს სარგებლობაში არსებული შენობების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია;“;
გ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების დაცვასა და მოვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების კომუნალური მომსახურებით უზრუნველყოფის ორგანიზება;
გ) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უსახური, ავარიული, დაზიანებული ან/და საფრთხის შემცველი უძრავი ქონების სარემონტო/ სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელების ორგანიზება;
დ) ამ პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება;
ე) ამ პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი მომსახურების/ საქონლის შესყიდვის ორგანიზება სახელმწიფო შესყიდვების სამსახურთან კოორდინაციით, მათ შორის, ტექნიკური დავალების შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთების ნუსხის წარმოება.“.
|