„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №11 |
|
2022 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი |
1. დადგენილების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.“;
გ) მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს;
დ) 22 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გრანტების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი წეს(ებ)ი, საგრანტო კონკურსის დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის წარდგინებით, დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებ(ებ)ით − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების“:
ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით.“;
ბ) მე-4 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი).“;
ბ.ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობასა და სახელფასო ფონდს;“;
ბ.ბ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) სამინისტროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;“;
გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს ხელმძღვანელს ჰყავს 3 მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს ხელმძღვანელი.“;
დ) მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სააგენტომ მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეიძლება, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“;
ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სააგენტოს წლიური ანგარიში
სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს სამინისტროს. ანგარიში ასევე ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.
|